воскресенье, 16 ноября 2014 г.

ტრენინგის  IX დღე

დადგა  ტრენინგის  ბოლო დღე . დღეს  წარმოვადგინეთ ჩვენი  პროექტის საბოლოო ვარიანტი , ვისაუბრეთ მის დადებით მხარეებზე . მივიღეთ უკუკავშირი , საქმიანი რჩევები  და  შეფასება  კოლეგებისგან .   შემდეგ ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო  ჩვენ  ბლოგზე .
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საყვარელ ტრენერს - დიანა მიქაძეს !!!
თქვენი დიდი ძალისხმევით , რჩევებითა  და ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მივიღეთ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება. იმედია,  ეს  ტრენინგი  აამაღლებს  ჩვენი  მუშაობის  ხარისხს  და გაკვეთილები  უფრო  საინტერესო  იქნება . ჩვენ  დავრწმუნდით   საკუთარ  შესაძლებლობებში .

                                       დიდი მადლობა ყველას !!!

                                        


ტრენინგის  VIII დღე

განვიხილეთ მე-6 და  მე-7 მოდული. დავათვალიერეთ  ერთმანეთის  საქაღალდეები , მოვახდინეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ სწავლაზე ,  მოსწავლის  სხვადასხვა  უნარების შესაძლებლობის  საჭიროებებზე.
გავეცანით  ფასილიტაციას, მის  ნიმუშებს,გავიგეთ  რა როლი აქვს მასწავლებელს ფასილიტაციისას.განვიხილეთ პროექტის  გეგმემი .
 კმაყოფილი  ვარ დღევანდელი  ტრენინგით , ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.
დიდი მადლობა ქალბატონ დიანას!

воскресенье, 9 ноября 2014 г.

ტრენინგის  VII დღე
დღეს ჩვენ გავეცანით  მოდულ 5-ს, გავუკეთეთ  ერთმანეთს  უკუკავშირი ნაშრომებზე. დავათვალიერეთ  სხვადასხვა  შეფასების  ფორმები მოსწავლის  ნაშრომებისთვის , განვიხილეთ  მოსწავლის  ჩეკლისტები . შევქმენით  ჩვენი  თემისთვის  შეფასების რუბრიკები  და   ჩეკლისტები.ასევე  გავეცანით  სსსმ  მასალებს, პროექტში  მოსწავლის ჩართულობის  შესახებ. ვისაუბრეთ გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის  თეორიაზე ,ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.

суббота, 8 ноября 2014 г.

ტრენინგის  VI დღე

დღეს განვიხილეთ მე-4 მოდული - სასწავლო ნიმუშების შექმნა. გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს. ვისაუბრეთ  თუ  როგორ  გამოვიყენებდით ინტერნეტს  ჩვენს  თემაში: კვლევისთვის, კომუნიკაციისთვის  და  კოლაბორაციისთვის.
ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პრეზენტაციები . ვნახეთ  და  განვიხილეთ  ერთმანეთის  პრეზენტაციები   და   მოვახდინეთ  უკუკავშირი.
დღევანდელი  დღე  მრავალფეროვანი  და  საინტერესო  იყო.






воскресенье, 2 ноября 2014 г.

 ტრენინგის V დღე


დღევანდელი დღე საინტერესო იყო. განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლეთ „Googl-draiv“-ის გამოყენება , დოკუმენტის გაზიარება, კომენტარების გაკეთება ვორდში. ვისაუბრეთ უკუკავშირის მიღებაზე. გავეცანით საავტორო უფლებებს.






суббота, 1 ноября 2014 г.

ტრენინგის   IV  დღე 

დღევანდელი დღეც ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის. დღეს გავეცანით განმავითარებელი შეფასების გეგმებს, გავიხსენეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია. გადავხედეთ ჩვენს ელექტრონულ წიგნში მეორე მოდულში არსებულ საკითხებს.
დავათვალიერეთ და განვიხილეთ პრეზენტაციების ნიმუშები .