воскресенье, 26 октября 2014 г.

ტრენინგის III დღე

დღეს გავეცანით პროექტების  II მოდულს , ვისაუბრეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომიაზე. გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება, გავიხსენეთ WORD-ში მუშაობა. ჩამოვტვირთეთ ახალი რესურსები . დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო ჩემთვის.







суббота, 25 октября 2014 г.

ტრენინგის I - II დღე


მე  ვთვლი , რომ ეს  ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისთვის . თანამედროვე სწავლებისთვის პროექტებით  სწავლება უნდა გამოიყენოს ყველა მასწავლებელმა თავის პრაქტიკაში.
ტრენინგის  პირველ დღეს ვიმუშავეთ ელექტრონული წიგნით tpdc.ge-ში. მომეწონა წიგნში ნავიგაციის სისტემა,ძალიან მარტივია. ბევრი საინტერესო მასალა ვნახეთ მზა რესურსებში,რასაც  გამოვიყენებ პროექტებით სწავლების დროს .ვისაუბრეთ ზოგადად პროექტებზე ,  21-ე საუკუნის უნარებზე ,გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პირველი მონახაზები.  
შევქმენი ახალი საქაღალდეები ,სადაც  ჩავალაგებ ჩემს  ნაშრომებს. ვიმუშავეთ საოფისე პროგრამაშიც, „ვორდ-ში“, რაც დამეხმარება ბუკლეტების დამზადებაში.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და მოლოდინმა  მართლაც  გაამართლა . დიდი მადლობა , ქალბატონო დიანა !